05, სექტემბერი 2021 16:27:00
აჭარაში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 223 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 8 ადამიანი. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება.
უწყების ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 326 ინფიცირებული.
ამ ეტაპზე, კოვიდ კლინიკებში 815 პაციენტი მკურნალობს, ხოლო კოვიდ სასტუმროში 896.