06, სექტემბერი 2021 11:11:00
147 ინფიცირებული და 4 გარდაცვლილი - ეს აჭარაში, გასული დღის სტატისტიკაა. მონაცემებს რეგიონის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსი 393-მა პაციენტმა დაამარცხა. დღემდე გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 58 986-ს გაუტოლდა.
"კლინიკა დატოვა 43-მა პაციენტმა. კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზე) - 37 ადამიანი", - ამბობენ სამინისტროში.
ამ ეტაპზე, მკურნალობას გადის: კლინიკაში - 813 მოქალაქე, კოვიდ სასტუმროში - 8388, ხოლო ონლაინ კლინიკაში - 5032.