10, აგვისტო 2017 20:13:00
თვითნასწავლი მხატვრების თეა ჯიქიძისა და ნანა გულაბერიძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა დღეს ბათუმში. გამოფენაზე შავთეთრი და ფერადი პორტრეტები იყო წარმოდგენილი. ხელოვნებმა სხადასხვა დროში შესრულებული 45-მდე ნამუშევარი გამოფინეს. საქველმოქმედო ღონისძებიდან შემოსული თანხა ერთ-ერთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს ჩაერიცხება. აქტივობა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიმართა.