07, სექტემბერი 2021 11:36:00
"აზერბაიჯანი, 16-18 წლის ახალგაზრდების „ფაიზერით“ აცრას იწყებს", - ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.
მათივე ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ამ ასაკობრივ ჯგუფში შემავალ იმ პირებს შესთავაზებენ, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ ან საზღვარგარეთ სწავლობენ.
16-18 წლის თინეიჯერების ასაცრელად საჭირო იქნება ორივე მშობლის წერილობითი თანხმობა, სადაც ასევე მითითებული უნდა იყოს ვაქცინაციის მიზეზი.