11, აგვისტო 2017 21:35:00
ქობულეთის საკრებულოს სხდომა დღეს კამათისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ოპოზიცია სხდომაზე გამგებლის დასწრებას მოითხოვდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტი მოგვიანებით სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც გაიზიარეს. შედეგად ქვორუმის არარსებობის გამო სხდომაზე 2 საათიანი შესვენება გამოცხადდა. პროცესი კი 4 საათზე განახლდა.