08, სექტემბერი 2021 14:52:00
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ევროპის ინოვაციური აკადემიის აღმასრულებელ დირექტორს ანი სინიჯარვს შეხვდა. გადაწყვეტილება, საზაფხულო პროგრამის, ბათუმში ჩატარების შესახებ მიიღეს. მისი მიზანია, ყოველწლიურად, 500 სტუდენტს მისცეს სტარტაპის შექმნის პრაქტიკული გამოცდილება. ევროპის ინოვაციური აკადემია აღიარებულია როგორც ლიდერი, ტექნიკური მეწარმეობის განათლებაში. საგანმანათლებლო პროგრამები შემუშავებულია მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტების, სტენფორდისა და კალიფორნიის უნივერსიტეტების, Google -ის გუნდის წამყვანი სპეციალისტების მიერ.