09, სექტემბერი 2021 16:59:00
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის“ კვლევით, შუახევის საკრებულო რეგიონში ყველაზე ჩაკეტილი უწყებაა. რომა დოლაბერიძის თქმით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო სხდომათა ოქმების ადმინისტრირებას არ ახდენს და არც საჯარო ინფორმაციას გასცემს სრულად. მესამე სექტორს ინფორმაცია საკრებულოს წევრთა აქტიურობის გამოსავლენად სჭირდებოდა. ამის გადასამოწმებლად ჩვენ ადგილზე მივედით, თუმცა დაცვის პოლიციამ TV 25 შენობაში არ შეუშვა. იქ მხოლოდ ოპოზიციონერი დეპუტატის ჩაწერა მოვახერხეთ. „ერთიანი ნაციომალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით საკრებულო საჯარო ინფორმაციას იმ მოტივთ მალავს, რომ პასიურია. შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, რომელიც მედიის კითხვებს არ პასუხობს, მმართველმა პარტიამ კვლავ პარტიული სის პიველ ნომრად დაასახელა.