09, სექტემბერი 2021 18:58:00
ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ინციდენტი რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველები, მიზეზად გადაჭარბებულ სიჩქარეს ასახელებენ.
TV25.GE-ის ინფორმაციით, ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. იგი მრავლობითი მოტეხილობით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მიმდინარეობს გამოძიება.