11, აგვისტო 2017 21:28:00
ქუთაისის მეორე პენიტენციალურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული, ჯანმრთელობის შესახებ არსებული დასკვნის გაცემის კანონიერების შესწავლას მოითხოვს. ამის შესახებ მერაბ ღოღობერიძე "TV 25“ - ის რედაქციისთვის გამოგზავნილ წერილში წერს. ღოღობერიძეს ციხის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნა ეჭვის საფუძველს აძლევს და მიაჩნია, რომ დოკუმენტში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება. 11-12 მარტის ბათუმის მოვლენების საქმეზე ბრალდებული შესაბამის ორგანოებს ფაქტის დაინტერესებისკენ მოუწოდებს. სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესცენტრში დღეს ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.