10, სექტემბერი 2021 14:30:00
წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, იტალიის მოქალაქეზე რიცხული ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, გააყალბეს იტალიის მოქალაქის პასპორტი. მესაკუთრის მსგავსი ვიზუალის მქონე, დაუდგენელი პირის დახმარებით და ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების გზით კი დაირეგისტრირეს თბილისში, სოფელ დიღომში მდებარე 900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. ბრალდებულები, ქონების შემდგომი რეალიზაციის მცდელობისას დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.