13, სექტემბერი 2021 14:03:00
დღეს დილით, ბათუმის ბულვარში, კაცმა ბელორუსიის მოქალაქე ქალი ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დაჭრილი ქალი, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა კი, ამ ეტაპზე სტაბილურია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლეობის მცდელობას გულისხმობს.