16, სექტემბერი 2021 17:04:00
მთავარი არხის ოპერატორმა, ლევან აბლოთიამ, სამედიცინო დაწესებულება დატოვა. კლინიკიდან გამოსული ოპერატორი ამბობს, რომ მსგავსი აგრესია, არსად, არავისგან, არცერთ გადაღებაზე უნახავს. იხსენებს, რომ სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როცა აივანზე ჟურნალისტთან ერთად ე.წ. "სთენდაფს" წერდა. მონაყოლის მიხედვით, თავს მოულოდნელად ხუთი ადამიანი დაესხა, თავდაცვისას წონასწორობა დაკარგა და გადავარდა. „მთავარი არხი“-ს ოპერატორი, ლევან აბლოთია ქარელში, „ქართული ოცნების“ ოფისის მეორე სართულის აივნიდან, გუშინ, თავსდასხმისას გადავარდა. მასთან ერთად ჟურნალისტი ბექა ყორშია მუშაობდა და მათ ქარელის მერის ჩაწერა სურდათ, რის საშუალებაც არ მისცეს. „ქართულ ოცნებაში“ ოპერატორზე ძალადობის ფაქტს უარყოფენ. მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ იგი უკუსვლისას გადავარდა.