16, სექტემბერი 2021 21:10:00
ვინ არის ბათუმელი მესი, რომლის ვიდეოსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 8 წლის გიგი, პორტუს ბათუმში უკვე მეორე წელია თამაშობს. ასაკის მიუხედავად, იგი თითქმის შემდგარი ფეხბურთელია. ვარჯიშობს ყოველდღიურად და ყველგან. როგორია მისი ერთი დღე, თეო ფუტკარაძე და მალხაზ ხუნდაძე გაგვაცნობს სიუჟეტის გმირს.
ვისაც ასეთი რეზულტატისთვის წლები სჭირდება, გიგიმ 8 წლის ასაკში უკვე მიაღწია. თამაშის ტექნიკის გამო, პატარა ბიჭს, ბათუმელ მესისაც ეძახიან. ვარჯიში, სულ რაღაც ორ წლის წინ დაიწყო, თუმცა შედეგი გამაოგნებელია. იგი გამორჩეულად სწრაფი, ძლიერი და კარგია.
რვა წლის ფეხბურთელი, ვარჯოშობს და თამაშობს ყველგან, გუნდთან ერთად, გუნდისგან დამოუკიდებლად, შინ და გარეთ. გეგმები დიდი აქვს.
მისი შესაძლებლობები შემთხვევით შენიშნეს, როცა მეგობრებთან ერთად ფეხბურთს ეზოში თამაშობდა. მწვრთნელების ყურადღება, ორიგინალურმა ტექნიკამ და ნიჭმა მიიპყრო. ასე აღმოჩნდა სპორტ სკოლა პორტუს ბათუმში. მწვრთნელი ამბობს, რომ გიგის აქვს პოტენციალი, ყოველდღურად განვითარდეს.
თამაშის დროს ორიენტირებულია, რაც შეიძლება ბევრი გოლი გაიტანოს. გარდა იმისა, რომ ბურთს კარგად ფლობს და კარგი მოთამაშეა, მას შეუძლია, ყოველი თამაშის შემდგომ, შეაფასოს და გააანალიზოს სწორი და არასწორი მოქმედებებეი.
რვა წლის ფეხბურთელის ყველა გეგმა ერთი და დიდი მიზნისკენ მიდის - სურს საკუთარი ფეხბურთი მაყურებელს მსოფლიოს სხვადასხვა მოედნიდან აჩვენოს.