26, იანვარი 2017 08:22:00
აჭარის განათლების სამინისტრო „სტუდენტთა დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში” კონკურსს აცხადებს. მასში მონაწილეობა სხვადასხვა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის საბაკალავრო თუ სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს შეუძიათ. განსაზღვრულია კრიტერიუმებიც. აუცილებელია სტუდენტს საშუალო განათლება მიღებული ქონდეს აჭარაში, უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული იყოს 2016 წელს, ქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება. ასევე, უნდა იყოს მაღალმთიანი აჭარიდან, დედ-მამით ობოლი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი, 100 000- ან ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე. 2016 წლის პირველ სემესტრში ქვეპროგრამის ფარგლებში 410 სტუდენტი დაფინანსდა, შესაძლებელია დამატებით 50 სტუდენტის სწავლის საფასურის დაფინანსებაც. განაცხადების მიღება 13 თებერვალს დაიწყება და 2 მარტის ჩათვლით იწარმოებს.