00, 0000 22:00:00
ბათუმის აეროპორტში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, თელავივი-ბათუმის რეისის მგზავრის, ბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები, მათ შორის: კო-კოდამოლი, ასივატი, სტილნოქსი, ტრამადექსი აღმოაჩინეს. საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე გადაეცა.