22, სექტემბერი 2021 16:18:00
ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების სიძულვილის ენის შემცველით ჩანაცვლება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრისთვის მიუღებელია. ეკატერინე ტიკარაძე პასუხისმგებლობას სარეკლამო კომპანიას აკისრებს და ამბობს, რომ ალმა უნდა დაინტერესებულიყო, რა ტიპის ბილბორდი განთავსდებოდა ამა თუ იმ ტერიტორიაზე. კომპანიაში აცხადებენ, რომ რეკლამის შინაარსთან შეხება არ ჰქონიათ. 20 სექტემბერს NCDC-მ ალმას ოფიციალური წერილით მიმართა და სისხლიანი ბანერების ისევ ვაქცინაციის მხარდამჭერით ჩანაცვლება მოთხოვა. როგორც გამყრელიძე ამბობს, ხელშეკრულებით ვადა 31 დეკემბრამდე ჰქონდათ. "არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს", - ამ წარწერით წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები 17 სექტემბერს, გვიან ღამით გააკრეს. მათზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული. წლევანდელ ბილბორდებს ახალი სახეები დაემატა, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა.