23, სექტემბერი 2021 13:32:00
აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურომ ოპოზიცონერი კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იმსჯელა. გადაწყვეტილება, საბოლოოდ, არჩევნების შემდგომ, პლენუმმა უნდა მიიღოს.
დავით გაბაიძე განმარტავს, რომ წინასაარჩევნოდ საკითხის გამოტანა, მიზანმიმართულად არ მომხდარა და ამას რეგლამენტი ითვალსწინებს. მისივე თქმით, საშემოდგომო სესიაზე, პლენუმი იმსჯელებს როგორც სამართლებრივ ისე პოლიტიკურ ჭრილში და თუ მივლენ დასკვნამდე, რომ გაცდენების საფუძველი ბოიკოტი იყო, არ ექნებათ უფლება, არ შეუწყვიტონ უფლებამოსილება.
გაბაიძე ასევე აღნიშნავს, რომ მისი სუბიექტურ სურვლია, ოპონენეტები საკანონმდებლო ორგანოში დარჩნენ. სხდომის ამ ნაწილს, „ნაციონალური მოძრაობიდან“, მხოლოდ ელგუჯა ბაგრატიონი ესწრებოდა. დეპუტატის შეფასებით, საკითხის არჩევნებამდე ათი დღით ადრე გატანა, მხოლოდ წინასაარჩევნო ტრიუკია.