24, სექტემბერი 2021 13:45:00
როგორ ვასწავლოთ მოზარდებს უფლებების დაცვა და როგორ შევქმნათ ამისთვის შესაბამისი გარემო - ბათუმმა, ბავშვთა უფლებების საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. მსმენელებს მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყენონ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში. კონფერენცია, გაეროს ბავშვთა ფონდის, აჭარის განათლების სამინისტროსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ იყო ორგანიზებული.