24, სექტემბერი 2021 14:28:00
ავარიული დაზიანების გამო, ბათუმში, რამდენიმე მისამართზე წყალი შეწყდება. ამის შესახებ "ბათუმის წყალი" იტყობინება.
"14:00 საათიდან 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება შემდეგ მისამართებზე: ფრიდონ ხალვაშის ქუჩა, თამარისა და განთიადის დასახლებები", - წერია "ბათუმის წყლის" მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.