24, სექტემბერი 2021 16:05:00
უფლებადამცველების განცხადებით, სუსიდან გამოჟონილ ფაილებში, მათი კოლეგების ფარული ჩანაწერებიც ფიქსირდება. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენს ადვოკატებსა და დაცვის ქვეშ მყოფი პირების საუბარსაც, რაც კანონის გათვალისწინებით კონფიდენციალურია. ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ის მზადაა გვერდით დაუდგეს და სამართლებრივად დაეხმაროს ნებისმიერ კოლეგას, რომელიც მსგავსი პრობლემის წინაშე დგას.