16, აგვისტო 2017 17:29:00
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ხელვაჩაური - 05:30 დან 07:00 საათამდე 862 აბონენტს გონიო, კვარიათის დასახლებაში.
11:00დან 19:00 საათამდე 538 აბონენტს სოფლებში აჭარის აღმართი, ზედა ჩხუტუნეთი, ჩიქუნეთი და მიმდებარე სოფლებში. 11:00დან 18:00 საათამდე 323 აბონენტს სოფლებში ახალსოფელი, ავგია, ჭარნალი და მიმდებარე სოფლებში.
ბათუმი - 06:00დან 07:00 საათამდე 254 აბონენტს მწვნე კონცხის დასახლება და სოფელ მახინჯაურში.
ხულო - 10:00დან 18:00 საათამდე 3381 აბონენტს სოფლებში დანისპარაული, უჩხო, ხიხაძირი და მიმდებარე სოფლებში. 11:00დან 17:00 საათამდე 749 აბონენტს სოფლებში ფურტიო, ნენია, ნიგაზეული და მიმდებარე სოფლებში.
ქედა-შუახევი - 10:00დან 16:00 საათამდე 400 აბონენტს სოფლებში მერისი, ჭალა, ნამონასტრევი, სილაბაური და მიმდებარე სოფლებში. 16:00დან 17:00 საათამდე 208 აბონენტს სოფლებში ბასილაური, ვარჯანისი, ტიბეტა , წონიარისი, ტანტაურში.
სამუშაოების დასრულებისთანვე მომხმარებელთა ენერგომომრაგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.