ორი სრულიად განადგურებული საცხოვრებელი სახლი და რამდენიმე მძიმედ დაზიანებული, აფეთქებამ თითქმის 200 მეტრის რადიუსში დატოვა კვალი. დაიწვა ატომობილები, ხეები, სახლების ფასადები.
შემთხვევა დღის პირველი საათისთვის მოხდა. გენერალ აბაშიძის ქუჩის 127 ნომერში თხევადი აირის სადგური აფეთქდა.