27, სექტემბერი 2021 20:25:00
ლეგენდარული ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტი, მაკა რაზმაძე წერს.
“ჩემი უსაყვარლესი მეგობარი წავიდა…ტელელეგენდა დავით სოკოლოვი გარდაიცვალა…” – წერს რაზმაძე.
საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან დავით სოკოლოვი საინფორმაციო პროგრამა “მოამბეს”, ასევე არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანად წლის განმავლობაში მუშაობდა. ტელევიზიის პარალელურად იგი, რადიოშიც აგრძელებდა გადაცემების წაყვანას.
სოკოლოვს საქართველოს "პირველმა არხმა" მთაწმინდის პარკში სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნა.