28, სექტემბერი 2021 14:41:00
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას არჩევნების საღამოსვე აანონსებს. ყოფილი პრეზიდენტი ირწმუნება, რომ 2 ოქტომბრისთვის კიევი-თბილისის ბილეთი უკვე შეიძინა. ამის შესახებ სააკაშვილმა "ფეისბუქზე" ვიდეო მიმართვაში განაცხადა. იგი საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ხმების დასაცავად, მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. ხელისუფლების მიერ დევნილი მესამე პრეზიდენთი ბილეთის ფოტოსაც ასაჯაროებს.