16, აგვისტო 2017 19:48:00
გვარაში აგროსერვის ცენტრის ვაზის სანერგე მეურნეობაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებთან ერთად, საადრეო ყურძნის მოსავლის აღებაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩაერთო. სანერგე მეურნეობაში 11 სასუფრე ჯიშის ვაზია გაშენებული. შემოდგომაზე გვარა-ხუცუბნის სანერგე ტერიტორიაზე საღვინე ჯიშის ყურძნის აღებაც დაიწყება.