28, სექტემბერი 2021 18:22:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის საკითხი აქტიურად განიხილება და გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი.
როგორც ამირან გამყრელიძემ თქვა, მუშავდება ორი ვერსია.
"აქტიურად განიხილება და მალე ნახავთ, იქნება გადაწყვეტილებები 12 წლის ზემოთ ბავშვების აცრასთან დაკავშირებით. აქტიურად განიხილება ორი ვერსიაა და იმის მიხედვით, იმუნიზაციის სამეცნიერო საბჭო სამინისტროს რეკომენდაციას მისცემს, ვფიქრობ, საკმაოდ მალე იქნება. დაავადებათა კონტროლის ცენტრს თავისი მოსაზრება აქვს, იგი სამეცნიერო საბჭოში წარმოდგენილია, ისევე როგორც იმუნიზაციის საბჭოში და იქ დააფიქსირებს თავის მოსაზრებას. ორი მიდგომაა - ეს არ არის ახალი ველოსიპედი, არის საყოველთაო, როდესაც 12-დან 15 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი იცრება და მეორე მიდგომა - ე.წ. ბრიტანული, როდესაც იცრებიან მხოლოდ და მხოლოდ ბავშვები, რომელთაც აქვთ შესაბამისი ჩვენებები და ეს ჩვენებების სია საკმაოდ გრძელია, - აღნიშნა გამყრელიძემ.