29, სექტემბერი 2021 12:15:00
ბათუმში, 40-მდე სტადიონის რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია-მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, 20-მდე მისამართზე ხორციელდება სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა-განახლება. უწყების ცნობითვე, ახალი სპორტული ინფრასტრუქტურისა და სკვერების განლაგება იგეგმება ხიმშიაშვილისა და აკაკი შანიძის ქუჩებზეც. ორივე პროექტის ღირებულება ჯამში 600 ათას ლარს შეადგენს.