29, სექტემბერი 2021 17:39:00
ოზურგეთში, საბავშვო ბაღის შენობა იწვის. დაბა ნასაკირალში არსებულ სააღმზრდელო დაწესებულებაში, ცეცხლი საკმაოდ დიდ არეალზეა გავრცელებული. უკვე მთლიანად დაიწვა ის ნაწილი, სადაც ბაღის ერთი ჯგუფი იყო განთავსებული.
ადგილზე სახანძრო სამსახურის ორი ეკიპაჟი მუშაობს, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
ამ წუთებში, მოსახლეობას საბავშვო ბაღის შენობიდან ნივთები გამოაქვს.