16, აგვისტო 2017 19:57:00
განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა. საქმე ორი დღის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობას ეხება. 30 წლის ქობულეთის მკვიდრი გურიაში სტუმრად მეგობართან იმყოფებოდა. მკვლელობის მოტივია ამ ეტაპზე უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, ბრალდებულმა სტუმარი სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს და 7 -დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.