01, ოქტომბერი 2021 10:28:00
მიხეილ სააკაშვილმა ბათუმიდან მიმართვა გაავრცელა.საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და აღნისნა, რომ 3 ოქტომბერს მოსახლეობა თბილისში, თავისუფლების მოედანზე უნდა შეიკრიბოს.
"ეს არის ჩემი ბათუმი ორში ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მივცეთ ხმა ენმ-ს. არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას, არც მათ სატელიტებს თუ ენმ არ მოგწონთ, მომეცით ხმა შედარებით პატიოსან პატარა პარტიებს. აქ უნდა ყოფილიყო ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს. ვაქცინაც გვექნებოდა და არც კოვიდით დაგვეხოცებოდა ამდენი ხალხი. ისე მენატრებოდა აქაურობა.. დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება, მაგრამ საბოლოოდ ეს აღსრულდება, როცაა საქართველო დადგება ფეხზე, დღეს აქ მხოლოდ სახლებს აშენებენ რუსებისთვის და სადაც ეს არის, იქ არსად არაა განვითარება. საქართველოდან გარბის ხალხი. ჩენ უნდა მივიდეთ ორში და ყველამ უნდა მივცეთ ხმა და სამში შევიკრიბოთ, რუსთაველი და თავისუფლების მოედანი გავავსოთ და თუ ვიქნებით 100 000 ადამიანი, ვეღარავინ დაგვამარცხებს და საქართველო დაადგება ისევ განვითარების გზას სიღარიბე და საშინელება დასრულდება, ხო ხედავთ ყველაფერი გავრისკე ჩემი სიცოცხლეც და თავისუფლებაც, რათა ჩამოვსულიყავი აქ. თქვენს იმედზე ვარ, ჩვენგან მხოლოდ ერთი რამე მინდა, ნუ შეგეშინდებათ, მიდით არჩევნებზე. მომავალ შეხვედრამდე, მალე თბილისში", - ამბობს სააკაშვილი.