02, ოქტომბერი 2021 09:09:00
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აჭარაში 314 644 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 6 მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტი ამომრჩეველი ბათუმშია. ქალაქში 106 საარჩევნო უბანია.
ამომრჩეველთა რაოდენობა აჭარაში მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე ნაწილდება:
1. ბათუმი, №79 ოლქი – 148 011 ამომრჩეველი
2. ქობულეთი, №81 ოლქი – 67 338 ამომრჩეველი
3. ხელვაჩაური, №83 ოლქი – 44 428 ამომრჩეველი
4. ხულო, №84 ოლქი – 24 149 ამომრჩეველი
5. ქედა, №80 ოლქი – 15 642 ამომრჩეველი
6. შუახევი, №82 ოლქი – 15 076 ამომრჩეველი
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჯამში 3 497 345 ამომრჩეველია რეგისტრირებული.