17, აგვისტო 2017 20:04:00
მცენარეთა დაცვის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბათუმის ბოტანიკურ ბაღს საჩუქრად სარეველა ბალახებთან საბრძოლველად გამოსაყენებელი ჰერბიციდი და სამუშაო ხელსაწყოები გადაეცა. პროექტის ფარგლებში, დღეს ბოტანიკურ ბაღს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო TIKA-ს თანამშრომლები ეწვივნენ. სააგენტოს მიერ გამოცხადებული საგრანტო კინკურსის თანახმად, ბოტანიკურ ბაღს გასულ წელს 23 659 დოლარის ღირებულების პესტიციდი, შესასხურებელი აპარატები, სპეციალური ხაფანგები, საინფორმაციო დაფები და სხვა საჭირო ინვენტარი გადაეცა.