02, ოქტომბერი 2021 21:28:00
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებულ IPSOS-ის ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ახლა ხმები უნდა დავიცვათ.
“თბილისი! ახლა დათვლაში ხმები უნდა დავიცვათ!“, - წერს Facebook-ზე მიხეილ სააკაშვილი და IPSOS-ის კვლევების შედეგებს აზიარებს.