17, აგვისტო 2017 21:15:00
გამოშვებას გუშინდელი მასშტაბური ხანძრის შედეგებით ვიწყებთ. გენერალ აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქებიდან 31 საათია გასული, თუმცა ამ დროისთვის მთავრობამ არ იცის, თუ ვინ იყო უკანონო სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული, ან დადგენილია, და მედია საშუალებებისთვის მფლობელის ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს. ძლიერი აფეთქების შედეგად დაზარალებულებს კი ღამის გათევა ნაქირავებ ბინებში უწევთ