04, ოქტომბერი 2021 15:54:00
რუსთავის ციხესთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერი აქცია იმართება. იგი 12-ე სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. იქ, სადაც სასჯელს ნიკანორ მელია და გიგი უგულავა იხდიდნენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად, აქციაზე სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები იმყოფებიან. ამ ყველაფრის ფონზე კი, რუსთავის ციხესთან სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნება. ციხის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე კრიმინალური პოლიციის დანაყოფებიც შევიდნენ. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც.