07, ოქტომბერი 2021 11:42:00
ეპიდემიოლოგების განცხადებით, ვაქცინაციის ტემპი საგრძნობლად შემცირდა. მათი თქმით, გასული კვირისგან განსხვავებით, აცრაზე მომართვიანობა კიდევ უფრო დაბალ ნიშნულზეა. მათი შეფასებით, რეგულაციების მოხსნა რისკის შემცველია, თუმცა მთავარი რეკომენდაციების შესრულებაა.მედიკოსები კიდევ ერთხელ ამახვილებენ ყურადღებას აცრის, როგორც ეპიდემიის დამარცხების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან იარაღზე.
"ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საყურადღებო რჩება. ვაქცინაციის პროცესი არ მიდის სწრაფი ტემპით და იმ ტემპით, რაც მოგვცემს ჩვენ იმის საშუალებას, რომ წლის ბოლოს მოზრდილი მოსახლეობის 60% იყოს ვაქცინირებული. რეგულაციების მოხსნა, თეორიულად, შეიცავს რისკებს, მაგრამ ჩვენ თუ რეკომენდაციებს დავიცავთ და ვაქცინაცია გააქტიურდება, რა თქმა უნდა, ეს რისკები შემცირდება,“ - აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.