08, ოქტომბერი 2021 10:09:00
ბათუმში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში აღსაზრდელმა ფიზიკური დაზიანება მიიღო. ბავშვს ფიზიკური ჩარევა დასჭირდა. ამის შესახებ მოზარდის დედა სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს აქვეყნებს.
მშობელი სააღმზრდელო დაწესებულების ადმინისტრაციას გულგრილობაში ადანაშაულებს.
"არ მჩვევია ისტერია და ჩხუბი, ამიტომ ჩემი რაციონალური გადაწყვეტილება იყო, ისეთ მაკონტროლებელ უწყებას მიმემართა, რომელიც მოახდენდა სათანადო, კანონიერ რეაგირებას. ბავშვის ფიზიკური დაზიანების ფაქტმა გამანადგურა, მაგრამ მეორე საკონტროლო დარტყმა იყო ის, რომ არცერთი ინსტანცია არ აკონტროლებს კერძო საბავშვო ბაღებს. არც განათლების სამინისტრო, არც ქალაქის მერია, არც ბაღების გაერთიანება", - წერს დედა Facebook-ზე.
დედა ამბობს, რომ დაირღვა ბავშვის უფლებები, რასაც სათანადოდ არავინ იცავს.
"ბავშვთა უფლებების დარღვევა! "დარღვევა" მხოლოდ იურიდიულ სიტყვად რჩება, ეს ვერ გამოხატავს, იმ დაუცველობის პრეცედენტს და შავ-ბნელ მხარეს, რომლის წინაშეც დავდექი დღეს მე. დარწმუნებული ვარ, მე არც პირველი ვარ და არც ბოლო, ასეთ ვითარებაში. ჩემი მყარი აზრია, რომ დაირღვა ჩემი შვილის უმთავრესი უფლება - სიცოცხლის უფლება. ", - წერს დედა Facebook-ზე.
TV25.GE დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.