21, აგვისტო 2017 21:32:00
8 წლის ელენე დუმბაძე, რომელსაც მწვავე უჯრედული ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს, რისი ფინანსური საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია. იგი ამჟამად თურქეთის კლინიკაშია მოთავსებული და ოჯახს სამედიცინო დაწესებულების 30 ათასი დოლარი მართებს. ელენემ საზღვარგარეთ გამგზავრება ნათესავებისა და კეთილი ადამიანების დახმარებით შეძლო, თუმცა ოჯახს ამჟამად ყველა ფინანსური რესურსი ამოეწურა. ჯანდაცვის სამინისტრო საზღვარგარეთ პაციენტის მკურნალობას, იმ შემთხვევაში აფინანსებს, თუ კონკრეტულ დაავადებას საქართველოში არ მკურნალობენ.