11, ოქტომბერი 2021 14:50:00
პრემიერ-მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა არც ერთ შემთხვევაში მოხდება.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს საქართველოს ციხეში მინიმუმ 6 წლის გატარება მოუწევს და მისთის უკეთესი იქნება, რომ ეს გარემოება დროულად გაიაზროს.
დღეის მდგომარეობით სააკაშვილს 6 წელი მოუწევს ციხეში ყოფნა. რაც უფრო სწრაფად გაიაზრებს ამ რეალობას, მით უკეთესი მისთვის. გამორიცხულია, 100% გიდასტურებთ, რომ ჯერ ერთი, არავინ ითხოვს მის გადაცემას, რომც მოითხოვონ, არავინ გადასცემს და მინიმუმ 6 წლის მოხდის შემდეგ შეუძლია, რომ წავიდეს ნებისმიერ ქვეყანაში, - თქვა პრემიერმა.