21, აგვისტო 2017 21:27:00
სარფში სახალხო დღესასწაული გაიმართა. "კოლხობა 2017" მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნა. კოლხობას ტრადიციულად ისტორიული ლაზეთის ნაწილში, სარფისა და გონიოს ტერიტორიაზე ზეიმობენ და მასში როგორც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეული ფოლკლორული ჯგუფები მონაწილეობენ. სანაპიროზე წარმოდგენილი იყო ხალხური რეწვის ნიმუშები და ლაზური ტრადიციებისა და სამზარეულოს ამსახველი კუთხეები. კოლხობის დღეს ძველად “ქვაომხაზობის” სახელით იცნობდნენ და იგი 1978 წლიდან აღინიშნებოდა.