13, ოქტომბერი 2021 13:53:00
"დღევანდელი ციფრები და დღევანდელი მდგომარეობა ყველანაირ ზღვარს გასცდა და კატასტროფულია" - ამ შეფასებას თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი აკეთებს.
დევი ტაბიძეს შექმნილი ვითარების გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ ადამიანებმა სოციალური პასუხისმგებლობა უნდა გამოავლინონ.
"დღევანდელი ციფრები და დღევანდელი მდგომარეობა ყველანაირ ზღვარს გასცდა და კატასტროფულია. მდგომარეობა გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ სამი მიზეზი, რომლიც რეალური შეჩერება შესაძლებელია. ადამიანებმა უნდა გამოავლინონ სოციალური პასუხისმგებლობა და არ დაივიწყონ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პირბადის გარეშე სიარული, არ შეიძლება სოციალური დისტანციის დარღვევა, თავყრილობების არსებობა, შეკრებები უნდა შევაჩეროთ.
ახლა, პრაქტიკულად სტარტი აიღო მეხუთე ტალღამ. ყველაზე მთავარია, რომ ჩვენ ამას შევხვდით, პრაქტიკულად, განულებული ვაქცინაციის პროცესით. ეს არის ჩვენი ყველაზე მძიმე მდგომარეობა. ეს ციფრი შედეგზე არ მიგვიყვანს, არაფერზე არ მეტყველებს. ეს მიგვიყვანს იმ იქამდე, რომ გაიზრდება ინფიცირების რაოდენობაც და ლეტალობის შემთხვევებიც.
პაციენტები მძიმდებიან, იმატა უსიმპტომო ფორმებმა, ამ ყველაფერმა ერთიანად იმ ციფრებამდე მიგვიყვანა, რაც დღეს გვაქვს. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს, ერთადერთია - ვაქცინაცია", - ამბობს დევი ტაბიძე.