13, ოქტომბერი 2021 15:02:00
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი, სალომე ზურაბიშვილზე შესაძლო თვალთვალზე კომენტარს აკეთებს და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტზე ფარული მოსმენის განხორციელებას გამორიცხავს. მან აღნიშნულ თემაზე გერმანიის კანცლერის მაგალითიც მოიყვანა და თქვა, რომ რამდენიმე წლის წინ იყო ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი დემოკრატიული ქვეყნის სპეცსამსახურები უსმენდნენ გერმანიის კანცლერს, მაგრამ ამის გამო გადამდგარი არავინ გადაუყენებიათ.
"პრაქტიკულად გამოვრიცხავ,სალომე ზურაბიშვილს უსმენდნენ. შეუძლებელია ამის ლეგიტიმური საფუძველი არსებობდეს. თუ ვინმემ დაარღვია კანონი, ბუნებრივია აგებს პასუხს, გამოძიება მიდის სწრაფი ტემპით. ყოველ დღე იკითხება ათობით ადამიანი. რეალურად მართლა არსებობდა თუ არა გარკვეული მოსმენები არ ვიცი, თუმცა, უშიშროების სამსახურს უფლება აქვს ლეგიტიმური მოსმენები ჩაატაროს და ის, რაც ამ ფაილებშია, შეიძლება ზოგი იყოს ლეგიტიმური, ზოგი მოგონილი, ზოგი უკანონო მოსმენა. ამ ყველაფერს დაშვების თვალსაზრისით ვამბობ, თორემ ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება გადადგომას, როცა არ ვიცით, რეალურად რა მოხდა, ვერავის გადადგომა ვერ მოხდება. ბატონ გალერის რა ინფორმაცია აქვს არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, მსგავსი სკანდალები პერიოდულად სხვადასხვა ქვეყნებში იწყება ხოლმე, შეგახსენებთ, რამდენიმე წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ- ერთი დემოკრატიული ქვეყნის სპეცსამსახურები უსმენდნენ გერმანიის კანცლერს, არ ვიცი, ეს რამდენად მართალია, მაგრამ ამის გამო გადამდგარი მე არავინ მინახავს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.