15, ოქტომბერი 2021 11:40:00
ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 3 843 ადამიანი აიცრა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში, ჯამში, 1 899 938 აცრაა ჩატარებული.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 270 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 26 პაციენტი.
ვირუსმა 1 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა აჭარაში.