15, ოქტომბერი 2021 14:11:00
ბათუმში 40-მდე სტადიონის რეაბილიტაცია და მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 15 სპორტულ მოედანს. დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი, გამოიცვალა კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარები. ამ ეტაპზე, სამუშაოები ბაგრატიონისა და ფრიდონ ხალვაშის ქუჩებზე მიმდინარეობს.