15, ოქტომბერი 2021 18:48:00
55 ოჯახის შეცვლილი მისამართი. ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახები საცხოვრებლების დაცლას იწყებენ. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, კორპუსი დემონტაჟს ექვემდებარება. ვიდრე ადგილზე ახალი სახლი აშენდება და ეზოს დაუბრუნდებიან, მანამდე მერია დაზარალებულებს მათ მიერვე შერჩეული ბინების ქირის გადახდას სთავაზობს. ადგილობრივებს შეუძლიათ, საცხოვრებლები მერიის საბინაო ფონდიდანაც აირჩიონ. საუბარია კომპენსაციაზეც. რას ამბობენ შემოთავაზების შესახებ მეზობლები და როგორ იხსენებენ ტრაგედიამდელ პერიოდს. თეო ფუტკარაძე გიამბობთ.
„გულის სამყარო“ - ასე ქვია ზღაპრების წიგნს, რომელიც 26 მაისის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის ადგილზე ნანგრევებში შემორჩა. სავარაუდოდ, ეს ნივთები იმ გარდაცვლილი ბავშვებისაა, რომლებიც ბათუმში მომხდარ უბედურებას შეეწირნენ. ადგილობრივები, ახლა, მეზობლების ნასახლარს შორიდან უცქერენ და თვალცრემლიანი იხსენებენ პატარებს, რომლებიც მათ თვალწინ გაიზარდნენ.
ახლა, აქ, ყველაზე მეტად სიჩუმე ხმაურბს. 26 მაისის 13 ნომერში მცხოვრებლები ერთმანეთს დუმილით ესაუბრებიან. 9 მეზობელთან ერთად ადგილობრივებმა საცხოვრებლებიც დაკარგეს. კორპუსი, რომელშიც 55 ოჯახი ცხოვრობს, დემონტაჟს ექვემდებარება. სახლებიდან, სადაც წლები გაატარეს, პირადი ნივთები გამოაქვთ. ძვირფას მოგონებებს ამორტიზებულ კედლებში სინანულით, დაბრუნების იმედით ტოვებენ და ერთი სურვილი აქვთ - არ შეიცვალოს მათი მისამართი.
შენობის ნაწილს, რომელიც 8 ოქტომბრის საბედისწერო დღეს გადაურჩა, მალე ბულდოზერი დაანგრევს. მერიის დაპირების მიხედვით, ოჯახები, საკუთარ ეზოში დაბრუნებას, დაახლოებით 3 წელში შეძლებენ. 26 მაისის ქუჩის 13 ნომრის, უკვე, ყოფილმა მცხვრებლებმა, ხელისუფლებისაგნ, რამდენიმე შეთავაზება მიიღეს. არჩერვანი, თავად უნდა გააკეთონ, თუმცა, სამეზობლოს უმეტესობა, ერთხმად თანხმდება, რომ ძველ მოგონებებთან განშორება არ სურს.
8 ოქტომბრის ტრაგედიამ, ამ ადამაინების ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ახლა ზოგი სასტუმროში, ზოგიც ახლობელთან ცხოვრობს. თუმცა, იმედოვნებენ, რომ მალე, ისევ, 26 მაისის ქუჩის 13 ნომრის მაცხოვრებლები იქნებიან. მანამდე კი, ძველ მისამართს ყოველდრიურად უბრუნდებიან და დაღუპული მეზობლების ხსოვნას პატივს მიაგებენ.