15, ოქტომბერი 2021 18:52:00
15 ოქტომბერს, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, 2008 წელს დაფუძნებული თარიღი, ადგილობრივ განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში, ქალების წვლილს უსვამს ხაზს. გაეროს ქალთა ორგზანიზაციის მონაცემებით, ისინი მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედს შეადგენენ. მათი დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.
უკვე, ორმოცი წელია, მისი ყოველი დილა ასე იწყება. მიწის დამუშავება და მის მიერვე მოყვანილი ბოსტნეულის, ხილის და მწვანილის მოყვანა. ჟუჟუნა დავითაძეს, სოფლის საქმეები არ ღლის, პირიქით ამბობს, რომ პროცესი სიამოვნებას ანიჭებს. ფიქრობს, რომ სოფლად მცხოვრები ქალები მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან.
ადრეულ ასაკში დაქორწინდა. გვიყვება, რომ სოფლის მეურნეობის მოვლა-პატრონობა, დაბრკოლებას, არც მაშინ უქმნიდა. ამბობს, რომ სკოლის პერიოდიდანვე, ჩაის პლანტაციებში მუშაობდა.
ეს, კიდევ ერთი ყოველდღიური პროცესია. ასამდე სახეობის ყვავილი აქვს, მცენერეების მოვლა ყველაზე მეტად უყვარს. ამბობს, რომ მათ ისევე ეპყრობა, როგორც ადამიანებს. ჟუჟუნა დავითაძე, მიმართავს იმ ქალებს, ვისი უფლებებიც ირღვევა.
სოფელში მცხოვრები, ქალების უფლებები, რომ ირღვევა, ამას „იალქანის“ დამფუძნებელიც გვეუბნება. თიკო აბაშიძის თქმით, ამ მხრივ, ყველაზე ხშირია ისეთი, პრობლემები, როგორიცაა იძულებითი აბორტი, ფიზიკურად მძიმე მუშობა და მრავალი სხვა.
გაეროს მიერ სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღის დაფუძნება, მიზნად ისახავს, იმის შეხსენებას, თუ რამდენად ფასეულია ამ ქალების შრომა. საერთაშორისო ორგანიზაცია ამით, საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ღირსეულად დააფასოს ისინი.