16, ოქტომბერი 2021 10:18:00
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში ვიზიტისა და ბელგიაში დაგეგმილ ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით ავრცელებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
"საქართველოში თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშენ ბურჭულაძეს შეხვდება, რათა დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ხაზი გაუსვას აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების მოგვარებაში. ლიდერები აგრეთვე განიხილავენ უსაფრთხოების საკითხზე ორმხრივ თანამშრომლობას და ხელს შეუწყობენ შავი ზღვის რეგიონში უფრო მეტ რეგიონალურ თანამშრომლობას,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.