18, ოქტომბერი 2021 12:33:00
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ეროვნული ვალუტა საკმაოდ მყარია. საწვავთან დაკავშირებით კი, ნავთობზე ფასების ზრდა დაასახელა.
საწვავთან დაკავშირებით ძირითადი ფაქტორი ეს არის ნავთობის ფასის მომატება საგარეო ბაზრებზე, თუმცა მოგეხსენებათ, პარალელურად კარგი განვითარება არის ის, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტა არ მერყეობს, მისი კურსი არის საკმაოდ მყარი და ეს გარკვეულწილად ანეიტრალებს ამ ტენდენციას.
ცნობისთვის, დღევანდელი მონაცემებით, ეროვნული ბანკის თანახმად, 1 დოლარი 3.13 ლარი ღირს.