22, ოქტომბერი 2021 10:24:00
მსახიობმა და რეჟისორმა, ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე გაისროლა იმ იარაღით, რომელში ფუჭი ტყვიების ნაცვლად, რეალური ვაზნები იდო. შემთხვევის შედეგად ოპერატორი გარდაიცვალა, ხოლო რეჟისორი დაიჭრა.
ინციდენტი ნიუ-მექსიკოს შტატში ვესტერნის ჟანრის ფილმის გადაღებისას მოხდა. მედიის ინფორმაციით, 68 წლის ბოლდუინი ადგილობრივი შერიფის ოფისთან თვალცრემლიანი შენიშნეს. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.