23 ათას 548 ინფიცირებული, 221 დაკარგული სიცოცხლე - ეს, საქართველოში არსებული, ბოლო ერთი კვირის კოვიდსტატისტიკაა. იმ ფონზე, როცა კლინიკებში ჟანდგბადის დეფიციტია, ექიმები პაციენტების სიცოცხლის გადარჩენისთვის 24 საათის განმავლობაში იბრძვიან, საავადმყოფოებში ადგილები აღარაა - ოპოზიცია მასშტაბურ აქციებს მართავს. მაშინ, როდესაც ოპონენტები ხელისუფლების პასუხისმგებლობებზე საუბრობენ, რატომ არ იაზრებენ საკუთარ პასუხისმგებლობას, მოქალაქეების ჯანმრთელობის კუთხით და არ ითვალისწინებენ საზოგადოების უსაფრთხოებას? რა უფრო მნიშვნელოვინია პოლიტიკოსებისთვის, ადამიანების სიცოცხლე, თუ არჩევნებში გამარჯვების მოპოვება? არაფრის მომცემი, მრავალ ათასიანი აქციის გამართვა თუ კოვიდრეგულაციების დაცვა? ამ კითხვებით, სწორედ, ოპოზიციას მივმართეთ. რამდენადაც გასაკვირიც უნდა იყოს, პარტიაში „ლელო საქართველოსთვის“ ამაზე პასუხისმგებლობაც, ისევ, მმართველ გუნდს დააკისრეს.
მრავალ ათასიან აქციაზე, თითქმის არ ისმის ვაქცინაციისკენ მოწოდებები. სპიკერები შეკრებილებს მიმართავენ, რომ პირბადე უნდა გამოიყენონ, თუმცა, რამდენად პრევენციულია, მსგავსი კომპაქტური შეკრებების დროს, მხოლოდ, ნიღაბი საკითხავია. აყენებებენ თუ არა, მსგავსი გადაწყვეტილებებით, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მაღლა, პარტიულ ინტერესებს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვიკითხეთ.
„მაცნეს“ კამერის წინ, თავის მართლების რეჟიმში ყოფნა, კიდევ, ერთ პარტიას მოუწია. „გირჩი - მეტი თავისუფლებაში“ პასუხისმგებლობას იხსნიან და ამბობენ, რომ აქციაზე გასვლას არავის აძალებენ. გიორგი ფუტკარაძის თქით, მოქალაქეებმა ეპიდემიოლოგიური ვითარება კარგად იციან და აქციებზეც საკუთარი სურვილით გადიან.
განსხვავებული მოსაზრება აქვთ, პარტიაში, „საქართველოსთვის“. ექსპრემიერის გუნდში ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში, მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება.
ოპოზიციის ბოლო მრავალათასიანი აქცია, თბილისში, ერთი კვირის წინ გაიმართა, სადაც კოვიდრეგულაციები დაცული არ იყო. ახლა ჯერი, ბათუმზეა. ხელისუფლების ოპონენტები, ბულვარის კოლონადებთან, ხვალ, 17 საათზე, ისევ, ხალხმრავალ აქციას აანონსებენ. „ქართული ოცნება“ კი, წინა საარჩევნოდ, კონტაქციისთვის ემზადება. რისთვის პაექრობს პოლიტ ელიტა, თუ კი, ყველაზე მთავარი - საზოგადოების უსაფრთხოება და მოსახლეობის ინტერესი გათვალისწინებული არაა. დასკვნის გამოტანა თქვენთვის მოგვინდია.